logo_geo
„ტვიტერმა“ ვენესუელას ახალი პარლამენტის ანგარიში დაბლოკა
- +

20 იანვარი. 2021. 11:48

 

 

სოციალური ქსელის „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ახალი შემადგენლობის ანგარიში დაბლოკა.

 

„ანგარიში დაბლოკილია. „ტვიტერი“ ბლოკავს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ წესებს“, - აღნიშნა ადმინისტრაციამ პარლამენტის გვერდზე.

 

ამავდროულად, დეპუტატების საკუთრებაში არსებული ანგარიში, რომლებმაც თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვეს კვლავ მუშაობს.

 

შეგახსენებთ, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 იანვარს ჩატარდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 277 ახალი დეპუტატი აირჩიეს. 20-ზე მეტმა პარტიამ უარი თქვა ხმის მიცემაზე და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

 

https://report.ge/world/twitter-ma-venesuelas-akhali-parlamentis-angarishi-dabloka/

 

 

big_banner
არქივი