სოციალური ქსელის „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ახალი შემადგენლობის ანგარიში დაბლოკა.
„ანგარიში დაბლოკილია. „ტვიტერი“ ბლოკავს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ წესებს“, - აღნიშნა ადმინისტრაციამ პარლამენტის გვერდზე.
ამავდროულად, დეპუტატების საკუთრებაში არსებული ანგარიში, რომლებმაც თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვეს კვლავ მუშაობს.
შეგახსენებთ, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 იანვარს ჩატარდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 277 ახალი დეპუტატი აირჩიეს. 20-ზე მეტმა პარტიამ უარი თქვა ხმის მიცემაზე და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
https://report.ge/world/twitter-ma-venesuelas-akhali-parlamentis-angarishi-dabloka/