logo_geo
ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

20 იანვარი. 2021. 15:17

 

 

ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი სიბუსისო მოიო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ზიმბაბვეს მთავრობა ავრცელებს.

 

მინისტრი ქვეყნის დედაქალაქის, ჰარარეს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

„ზიმბაბვემ თავდადებული საჯარო მოხელე და ჭეშმარიტი გმირი დაკარგა, ხოლო მე კი მეგობარი დავკარგე. მთელი თავისი ცხოვრება ზიმბაბვეს თავისუფლებისთვის იბრძოდა“, - განაცხადა ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, დამბუძო მნანგაგვამ.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/182443/zimbabves-sagareo-saqmeta-ministri-koronavirusit-gardaitsvala

 

 

big_banner
არქივი