logo_geo
„Forbes“-მა ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერები დაასახელა
- +

20 იანვარი. 2021. 15:51

 

„Forbes“-მა ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერები დაასახელა. მათ დაითვალეს, თუ რა თანხა დახარჯეს ქველმოქმედებაში.

 

სიის სათავეშია უორენ ბაფეტი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში თითქმის 43 მილიარდი დოლარი შესწირა ქველმოქმედებას. ბიზნესმენი ხელს უწყობს ჯანდაცვის განვითარებას. ბილ და მელინდა გეითსი მეორე ადგილზე არიან. წყვილის შემოწირულობების ჯამურმა თანხამ 29,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა ჯორჯ სოროსი 16,8 მილიარდი დოლარით.

 

მაიკლ ბლუმბერგმა სხვადასხვა ფონდში 11.1 მილიარდი დოლარი გადარიცხა და მეოთხე ადგილი დაიკავა. რეიგინტში ასევე შედის „Amazon“-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მაკენზი სკოტი, რომელმაც ქველმოქმედებას თითქმის 6 მილიარდი დოლარი შესწირა.

 

https://report.ge/world/forbes-ma-qvelaze-gulukhvi-amerikeli-miliarderebi-daasakhela/

 

 

big_banner
არქივი