logo_geo
ეგვიპტე და ყატარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
- +

20 იანვარი. 2021. 17:09

 

 

ეგვიპტე და ყატარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ეგვიპტის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ეგვიპტის არაბულმა რესპუბლიკამ და ყატარის სახელმწიფომ დღეს, 20 იანვარს, ოფიციალური ნოტები გაცვალეს, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების განახლების შესახებ შეთანხმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისათვის, ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები 3 წლის წინ გაწყვიტეს. აღნიშნულმა ქვეყნებმა კატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. ყატარმა ბრალდებებს „გაუმართლებელი“ და „უსაფუძვლო“ უწოდა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/638174-egvipte-da-qatari-diplomatiuri-urtiertobebis-agdgenaze-shetanxmdnen

 

 

big_banner
არქივი