logo_geo
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 496 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

21 იანვარი. 2021. 02:35

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 496 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 933 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 94 963 847 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 050 857 ადამიანი გარდაცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/182538/bolo-24-saatshi-msoplioshi-koronavirusis-496-atasze-meti-akhali-shemtkhveva-dadasturda

 

 

big_banner
არქივი