logo_geo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში „დიდსულოვანი“ წერილი დაუტოვა
- +

21 იანვარი. 2021. 02:59

 

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში „ძალიან დიდსულოვანი“ წერილი დაუტოვა. ამასთან, როგორც „CNN“ იუწყება, წერილის შინაარსი ბაიდენმა არ გაასაჯაროვა.

 

„ის პირადულია, ამიტომ მის შესახებ ვერ ვისაუბრებ, ვიდრე მას (დონალდ ტრამპს) არ დაველაპარაკები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

წერილი, რომელსაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი მომავალ ლიდერს უტოვებს, თეთრ სახლში ერთგვარი ტრადიცია. ვარაუდობდნენ, რომ დონალდ ტრამპი, ინაუგურაციაზე არდასწრების მსგავსად, აღნიშნულ ტრადიციასაც დაარღვევდა და ჯო ბაიდენს პრეზიდენტის მაგიდასთან წერილს არ დაუტოვებდა.

 

https://1tv.ge/news/jo-baideni-ackhadebs-rom-donald-trampma-tetri-sakhlis-ovalur-kabinetshi-dzalian-didsulovani-werili-dautova/

 

 

big_banner
არქივი