logo_geo
გერმანიაში კორონავირუსის 20 398 შემთხვევა გამოვლინდა
- +

21 იანვარი. 2021. 10:15

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 20 398 ადამიანს დაუდგინეს, 1 013 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 088 400 შემთხვევა გამოვლინდა, 49 783 ადამიანი გარდაიცვალა.

 

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი