logo_geo
ლონდონში, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის, ავტობუსები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებად გადააკეთეს
- +

21 იანვარი. 2021. 11:30

 

 

„ლონდონში კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში ტრანსპორტირებისთვის ორი ავტობუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებად გადააკეთეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ავტობუსებში სკამების უმეტესობა ამოღებულია და თითოეულის საშუალებით ერთდროულად 4 პაციენტის გადაყვანაა შესაძლებელი.

 

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3 505 754 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 93 000-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც, მეცნიერების განმარტებით, აქამდე ცნობილ სახეობასთან შედარებით უფრო გადამდებია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი