logo_geo
იაპონიაში ფრინველის გრიპის გამო 12 ათას ბატს დახოცავენ
- +

21 იანვარი. 2021. 11:45

 

იაპონიაში, ფრინველის გრიპის ახალი აფეთქების გამო, 12 000 ბატს დახოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

დაავადება ტიბის პრეფექტურის ქათმის ფერმაში აღმოაჩინეს. აღინიშნა, რომ თვითონ ფერმაში 6 ათასი ფრინველი დაიხოცება.

 

იანვრის დასაწყისში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, გიფუს პრეფექტურაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ინფექციის მთავარი კერა გამოვლენილია ქალაქ მინოკამოში არსებულ ფრინველის ფერმაში. სამინისტროს ცნობით, ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირება ფრინველის ან კვერცხის ჭამის შედეგად გამორიცხულია.

 

შეგახსენებთ, რომ პირველად ფრინველის გრიპის აფეთქება ნოემბერში კაგავას პრეფექტურაში კუნძულ სიკოკუში დაიწყო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი