logo_geo
„ტვიტერმა“ აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა
- +

21 იანვარი. 2021. 12:41

 

„ტვიტერმა“ აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში უიღურების შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

 

კერძოდ, დაბლოკვის მიზეზი საელჩოს განცხადება გახდა, რომელშიც „სინძიანის დასავლეთ რეგიონში პეკინის მთავრობის პოლიტიკა იყო მხარდაჭერილი“. ეს შეტყობინება, „ტვიტერის“ ადმინისტრაციის აზრით, არღვევს კომპანიის პოლიტიკას დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ.

 

ჩინეთის საელჩომ აშშ-ში 7 იანვარს გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ უიღური ქალები „ბავშვების ჩასახვის მანქანები“ აღარ არიან. „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ ეს პოსტი წაიშალა და შეცვალა წარწერით „ეს ტვიტი აღარ არის ხელმისაწვდომი“.

 

ჩინეთის საელჩო კომენტარზე უარს აცხადებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი