logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 21 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

21 იანვარი. 2021. 13:32

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 887 ადამიანი დაინფიცირდა, 612 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

 

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 21 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 655 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 054 000-ს აჭარბებს.

 

რუსეთში ვირუსით სულ 67 832 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი