„ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტებმა აიფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებაც.
CNN-ის ცნობით, ეს ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი პირველი თავდასხმაა ბოლო 2 წლის განმავლობაში.