logo_geo
ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

21 იანვარი. 2021. 14:22

 

„ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წინასწარი ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტებმა აიფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებაც.

 

CNN-ის ცნობით, ეს ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი პირველი თავდასხმაა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი