logo_geo
ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური ბანქო მოიგონეს - შემქმნელს არ მოეწონა, რომ მეფე დედოფალზე მეტად ფასობს
- +

21 იანვარი. 2021. 14:49

 

ნიდერლანდებში 23 წლის ინდი მელინკმა შექმნა გენდერულად და რასობრივად ნეიტრალური ბანქოს დასტა.

 

ახალ დასტაში მეფე, დედოფალი და ვალეტი შეიცვალა შესაბამისად, ოქროს ზოდებით, ვერცხლის მონეტებითა და ბრინჯაოს ფარებით.

 

მელინკის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს, ის ხშირად თამაშობდა ბანქოს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მას არ მოეწონა ის, რომ მეფე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე დედოფალი. გოგონა არც იმას ეთანხმება, რომ ბანქოზე გამოსახული დიდგვაროვანთა წარმომადგენლები თეთრკანიანები არიან.

 

ინდი მელინკმა 2018 წელს სასამართლო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. დღეს ის წარმატებით ავითარებს თავისი ბანქოს პროექტს და უკვე გაყიდა 1 500 დასტა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბრენდის პოპულარობის შესახებ ახალი ამბების შემდეგ, მელინკი დაფიქრდა იმაზე, რომ შეიცვალოს ბრიჯში შეჯიბრებების წესები და გადავიდნენ გენდერულად ნეიტრალურ ბანქოზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი