logo_geo
ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს
- +

21 იანვარი. 2021. 18:22

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

 

„პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

 

მარიანჟელა სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა.

 

„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს“, - აღნიშნა მან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი