logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა
- +

22 იანვარი. 2021. 10:45

 

„მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა“, - შესაბამის მონაცემებს woldometers აქვეყნებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 192 100 404 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 70 მილიონს გადააჭარბა.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 25.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

 

 

big_banner
არქივი