logo_geo
უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო, „Ford“ ბაზრიდან 3 მილიონ ავტომობილს გაიწვევს
- +

22 იანვარი. 2021. 10:45

 

„კომპანია „Ford Motor“-ის განცხადების თანახმად, უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო, კომპანია ბაზრიდან $610 მილიონის ღირებულების ავტომობილებს გაიწვევს“, - ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

 

დეფექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაადგინა. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხევაში, მძღოლის გვერდით მგზავრისთვის განკუთვნილი ბალიშის ინფლატორები (ტივტივა კომპენსატორის გასაბერი აპარატი) სკდება და შესაძლოა, ლითონის ფრაგმენტების გამოტყორცნა გამოიწვიოს.

 

„Ford“-ის გამოძახებულ ავტომობილებს შორისაა 2006-2012 წლის წარმოების შემდეგი მოდელები: „Ranger“, „Fusion“, „Edge“, „Lincoln Zephyr / MKZ“, „Mercury Milan“ და „Lincoln MKX“.

 

https://imedinews.ge/ge/ekonomika/182737/usaprtkhoebis-balishebis-problemis-gamo-fordi-bazridan-3-milion-avtomobils-gaitsvevs

 

 

big_banner
არქივი