logo_geo
აშშ-ში მამაკაცმა ორ კვირაში სუპერმარკეტიდან 1 მილიონი დოლარი მოიპარა
- +

22 იანვარი. 2021. 15:48

 

აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ახალგაზრდა კაცმა სუპერმარკეტიდან, სადაც ის მუშაობდა, თითქმის 1 მილიონი დოლარი მოიპარა.

 

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სუპერმარკეტის თანამშრომლებმა საეჭვო გარიგებები დააფიქსირეს და პოლიციას მიმართეს. აღინიშნა, რომ სპეციალისტი, რომელსაც თაღლითურ გარიგებებზე კონტროლი ევალება, დანაშაულის პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა.

 

19 წლის მამაკაცმა დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით 40-ზე მეტი არარსებული ადამიანის თანხა თავის საკრედიტო ბარათებზე დააბრუნა. ორ კვირაში მან 980 ათასი დოლარი მოიპარა. 

 

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ბრალდებულმა მოპარული თანხა ორი მანქანის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და იარაღის შესაძენად დახარჯა.

 

ბრალდებული მამაკაცი 14 იანვარს დააკავეს. ის 11,2 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

 

https://report.ge/world/ashsh-shi-mamakatsma-or-kvirashi-supermarketidan-1-milioni-dolari-moipara/

 

 

big_banner
არქივი