logo_geo
აშშ-ში დამლაგებელმა „Moderna“-ს ვაქცინის 2 ათასამდე დოზა გაანადგურა
- +

22 იანვარი. 2021. 16:47

 

აშშ-ში, ბოსტონის საავადმყოფოში, დამლაგებელმა შემთხვევით დენის წყაროდან გათიშა მაცივარი, რომელშიც „Moderna“-ს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1900 დონა ინახებოდა. ინფორმაციას ტელეარხი ABC ავრცელებს.

 

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის, კაილ ტოგოს თქმით, 19 იანვარს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მაცივარი, სადაც პრეპარატი ინახებოდა, არ მუშაობს.

 

„კონტრაქტით აყვანილმა დამლაგებელმა ის შემთხვევით დენის წყაროდან გათიშა“, - განაცხადა მან.

 

ამასთან, ცნობილია, რომ საყინულე, სადაც ვაქცინა ინახება, სიგნალიზაციის სისტემითაა აღჭურვილი. ახლა საავადმყოფოს ადმინისტრაცია იძიებს, რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია.

 

 

 

https://report.ge/world/ashsh-shi-damlagebelma-moderna-s-vaktsinis-2-atasamde-doza-gaanadgura/

 

 

big_banner
არქივი