logo_geo
იტალიაში გამტაცებლებმა მანქანა მეპატრონის დაავადების გაგების შემდეგ დააბრუნეს
- +

22 იანვარი. 2021. 19:03

 

იტალიაში გამტაცებლებმა მოპარული მანქანა მას შემდეგ დააბრუნეს, რაც მეპატრონის დაავადების შესახებ გაიგეს.

 

იანვრის შუა რიცხვებში დაზარალებულის ქალიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მოპარული მანქანა ტრანსპორტის ერთადერთი საშუალებაა დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზით არის დაავადებული. იგი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რათა მართონ ავტომობილი. ის აღჭურვილია პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

 

„გულთან მიიტანეთ მდგომარეობა და გთხოვთ, დაგვიბრუნოთ მანქანა", - ამ სიტყვებით მიმართა გოგონამ გამტაცებლებს.

 

მისი მიმართვა პოპულარული გახდა და როგორც ჩანს, სიტყვებმა გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ იტალიის ქალაქ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მანქანა საკუთარი სახლის წინ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ მოპარული მანქანის გარდა, ავტომობილში გამტაცებლების მიერ დაწერილი წერილი იპოვა.

 

„ჩვენც გული გვაქვს, გვაპატიეთ, თქვენი პათოლოგიის შესახებ არ ვიცოდით“, - დაწერეს გამტაცებლებმა.

 

ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

 

https://report.ge/world/italiashi-gamtatseblebma-mankana-mepatronis-daavadebis-gagebis-shemdeg-daabrunes/

 

 

big_banner
არქივი