Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
„მიმდინარე კვირას ვაქცინის პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი მეცნიერებს, კვლევების მონაწილეებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ვინც ამ ეტაპამდე მიგვიყვანა“, - დაწერა ბილ გეითსმა Twitter-ზე.
https://imedinews.ge/ge/covid19/182889/bil-geitsma-koronavirusis-satsinaagmdego-vaqtsina-gaiketa