logo_geo
ნიუ-იორკის შტატში ვაქცინების მარაგი ამოიწურა
- +

23 იანვარი. 2021. 11:38

 

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, შტატში კორონავირუსის ვაქცინების მარაგი უკვე ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NY1 ავრცელებს.

 

„დღეს დილით ვაქცინაციის ცენტრებში 28 ათასი დოზა გვქონდა და ეს დიდი პრობლემაა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივად დღეში 80 000 ადამიანი იცრება“, - განაცხადა კუომომ.

 

მანამდე ნიუ-იორკის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, 23 000 ადამიანის ვაქცინაცია ერთი კვირით გადაიდოს. გარდა ამისა, ვაქცინების უკმარისობის გამო ორი დღით მუშაობა ვაქცინაციის 15-მა ცენტრმა შეაჩერა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 24,7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, 412,7 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი