logo_geo
ინგლისში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 40-მდე ცხედრის საქმეზე ოთხი პირი გაასამართლეს
- +

23 იანვარი. 2021. 12:48

 

 

„ბრიტანეთში გაასამართლეს ოთხი ადამიანი, რომლთაც 39 ვიეტნამელი მიგრანტის მკვლელობა ედებათ ბრალად“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოძიების ინფორმაციით, მომხდარში მთავარ როლს ორი პირი, 41 წლის რონან ჰიუზი და 43 წლის გიორგე ნიქა ასრულებდნენ, მათ 20 და 27 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

 

მათთან ერთად, გაასამართლეს სატვირთოს ავტომობილის ორი მძღოლიც. მათ შორისაა 24 წლის ეიმან ჰარისონი, რომელმაც მიგრანტებით სავსე სატვირთო ბელგიის პორტამდე ე.წ. ბუქსირით ჩაიყვანა. მას თავისუფლება 18 წლით აღეკვეთა.

 

კიდევ ერთ დაკავებულს, 26 წლის მორის რობინსონს ციხეში 13 წლისა და 4 თვის გატარება მოუწევს. სწორედ მან მიიყვანა სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში, სადაც ავტომობილის კარის გაღების შემდეგ აღმოაჩინა მიგრანტების ცხედრები.

მათ გარდა, კიდევ სამი პირი გაასამართლეს და უკანონო მიგრაციის ხელშეწტყობაში ცნეს დამნაშავეებად.

 

2019 წლის 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. გამოძიების ცნობით, მიგრანტები სატვირთო ავტომობილში გაიგუდნენ.

გამოძიებას აწარმოებდა როგორც ბრიტანული, ისე - ვიეტნამური მხარე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი