logo_geo
იტალიაში 10 წლის გოგონას გარდაცვალების გამო TikTok ნაწილობრივ დაიბლოკა
- +

23 იანვარი. 2021. 13:51

 

 

იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანოს ბრძანებით, 10 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტის გამო, TikTok -ზე ზოგიერთი იტალიელი მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, დაიბლოკა იმ პირთა ანგარიშები, რომელთა ასაკის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია. მოცემული პროფილები დაბლოკილი 2021 წლის 15 თებერვლამდე დარჩება.

 

შეგახსენებთ, რომ პალერმოში 10 წლის გოგონა, რომელიც სოციალური ქსელი TikTok -ის გამოწვევაში იყო ჩართული, მამამ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა. გოგონას ყელის არეში ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და ცდილობდა სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს შეეკავებინა.

 

ამ დროისათვის გამოძიება თვითმკვლელობის წახალისების მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი