logo_geo
ნიუ-იორკის ზოოპარკში უიშვიათესი თეთრი კენგურუ დაიბადა
- +

23 იანვარი. 2021. 15:51

 

ნიუ-იორკში, Animal Adventure Park--ში უიშვიათესი თეთრი კენგურუ დაიბადა. ამის შესახებ CNN წერს.

 

მისი სითეთრის მიზეზს ლეიციზმი წარმოადგენს, მდგომარეობა, როდესაც კანის უჯრედები პიგმენტაციას კარგავს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ უნიკალური კენგურუ ხუთი თვის წინ დაიბადა, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. კენგურუს კანის ფერის პიგმენტაციის ნაწილობრივი ნაკლებობა აქვს, თუმცა ალბინიზმისგან განსხვავებით, მისი თვალის პიგმენტაცია სრულ წესრიგშია.

 

ზოოპარკის მფლობელის ჯორდან პაჩის განცხადებით, ასეთი ტიპის კენგურუ ჩრდილოეთ ამერიკაში ერთადერთია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი