„პორტუგალიაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნებზე ამომრჩევლების დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი.
კვლევითი ინსტიტუტის, ISC/ISCTE-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლების დაახლოებით 2/3-ი არჩევნების გადადებას უჭერდა მხარს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს, ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ უმრავლესობა მოქმედ პრეზიდენტს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ, მარსელო რებელო დე სოუზას უჭერს მხარს, 13.5-14.5%-იანი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტობის კანდიდატ ანა გომეზს, ჩეგა ანდრე ვენტურა კი ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 10-12.5%-ს მიიღებს.