logo_geo
მარადონას პირადი ექიმი ფეხბურთელის ხელმოწერას აყალბებდა
- +

23 იანვარი. 2021. 17:38

 

 

სასამართლო ექსპერტიზის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე სპორტსმენის ხელმოწერას აყალბებდა. ამის შესახებ გამოცემა Corriere dello Sport წერს.

 

გამოცემის ცნობით, მარადონას ყალბი ხელმოწერით დოკუმენტები სამართალდამცავებმა ლუკეს კაბინეტსა და სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოიღეს.

 

სან ისიდროს პროკურატურამ, ლეოპოლდო ლუკე მარადონას გარდაცვალებაში ეჭვმიტანილად ცნო.

 

ცნობისთვის, 60 წლის მარადონა 25 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

 

არგენტინის პროკურატურამ ფეხბურთელი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე მის პირად ექიმს ბრალი პირველად 29 ნოემბერს წაუყენა. მარადონას მკურნალ ექიმს ბრალად მისი პაციენტის უყურადღებოდ დატოვება და დაუხმარებლობა ედებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი