logo_geo
Tesla ყოფილ თანამშრომელს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს
- +

23 იანვარი. 2021. 18:18

 

 

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla, მის ყოფილ თანამშრომელს, ალექს ხატილოვს, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს. კომპანიამ სარჩელი 22 იანვარს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალური სასამართლოში წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Blomberg წერს.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხატილოვი კომპანიამ 2020 წლის 28 დეკემბერს დაიქირავა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომელი. სამუშაოს დაწყებიდან სამ დღეში მან Tesla -ს დახურული შიდა ქსელიდან ათასობით კონფიდენციალური პროგრამა მოიპოვა და Dropbox-ის ანგარიშზე გადაიტანა.

 

Tesla -ს წარმომადგენლების თქმით, ხატილოვმა დაახლოებით 26 ათასი ფაილი მოიპარა. ის სამსახურიდან 2021 წლის იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს.

 

ფედერალურმა სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ ხატილოვს ეკრძალებოდა ფაილების დარიგება რაიმე ფორმით.

 

ხატილოვმა New York Post- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ ცდილობდა Tesla -სგან რაიმე ინფორმაციის მოპარვას. მისი რწმუნებით, 26 ათასი პროგრამის შემცველი ფაილი Dropbox-ზე მან სრულიად უნებლიეთ გადაწერა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი