logo_geo
ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის
- +

23 იანვარი. 2021. 18:50

 

 

„ბერნი სანდერსმა ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაუღეს და რომელმაც, ბოლო დღეებია, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა, ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის“, - ამის შესახებ Rolling Stone წერს.

 

სვიტერი, რომელზეც სანდერსია გამოსახული, სენატორმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამოსის ღირებულება 45 დოლარია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება.

 

ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, სანდერსის ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მასზე მრავალი მიმი გაკეთდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი