logo_geo
თურქეთში, ძაღლი პატრონს კლინიკასთან 6 დღე ელოდებოდა
- +

23 იანვარი. 2021. 19:12

 

 

თურქეთში, ძაღლი პატრონს კლინიკასთან 6 დღე ელოდებოდა

თურქეთში, ძაღლი იმ სასწრაფოს მანქანას დაედევნა, რომელშიც ავადმყოფობის გამო, მისი პატრონი იმყოფებოდა. ძაღლმა საავადმყოფოსთან 6 დღე იცადა. ინფორმაციას ყოველდღიური ინგლისური გაზეთი – Daily Mail ავრცელებს.

 

ძაღლს ბონძუკი ჰქვია, რაც თურქულად მძივს ნიშნავს. 14 იანვარს ძაღლის პატრონი – ქემალ სენტურკი ტრაპიზონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. იმის შემდეგ, ბონძუკი საავადმყოფოს შესასვლელთან ყოველდღე ჩნდებოდა.

 

 

თავდაპირველად, ქემალის შვილი, აინურ ეგილი ძაღლის შინ წაყვანას ცდილობდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, იგი უკვალოდ გარბოდა ხოლმე, შემდეგ კი, ისევ კლინიკასთან ბრუნდებოდა.

 

 

საავადმყოფოს დაცვის – მუჰამედაკზენზის თქმით, ძაღლი პატრონს, ყოველდღე დაახლებით, დილის 9 საათიდან დაბნელებამდე გარეთ ელოდებოდა.

 

მიმდინარე კვირას, ოთხშაბათს, ქემალ სენტურკი საავადმყოფოდან გამოწერეს. მათი შეხვედრა ორივესთვის ემოციური იყო. „ჩემთან ყოფნას მიჩვეულია. მეც გამუდმებით მენატრებოდა“ – თქვა ძაღლის პატრონმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი