logo_geo
ჩეხეთში ძაღლებს კოვიდ-ინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობისთვის წვრთნიან
- +

24 იანვარი. 2021. 11:31

 

 

ჩეხეთში ძაღლებს კოვიდ-ინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობას ასწავლიან. ტრენინგებს ერთ-ერთ სოფელში, საწვრთნელ ცენტრში ატარებენ.

 

„კვლევა მიზნად ისახავს ძაღლების შესაძლებლობის გამოვლენას, რაც Covid-19-ის ამოცნობისა და მასთან ბრძოლის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გუსტავ ჰოტოვი, რომელიც პროექტის 95%-ით ეფექტურობაზე მიუთითებს.

 

მისივე თქმით, ამ მეთოდმა ასევე უნდა იმუშაოს სხვა, კიდევ უფრო ლეტალურ დაავადებებთან.

 

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ძალიან მოკლე დროში უნდა შევძლოთ ხალხის დაფიქსირება გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით“, - განაცხადა მწვრთნელმა.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/183032/chekhetshi-dzaglebs-kovidinpitsirebulis-knosvit-amotsnobistvis-tsvrtnian

 

 

big_banner
არქივი