logo_geo
მედია: ჯო ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს
- +

25 იანვარი. 2021. 10:30

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე მისი წინამორბედის აკრძალვას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება.

 

სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

 

2017 წლის 26 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება გასცა. 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას კრძალავს.

 

2020 წლის 22 იანვარს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნება დართო, თავისი პოლიტიკა აღასრულოს და ქვეყნის სამხედრო სამსახურში ზოგიერთი ტრანსგენდერის მსახურება აკრძალოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი