logo_geo
აშშ-ში სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა
- +

25 იანვარი. 2021. 10:31

 

 

„აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში დღეს დილით მომხდარ სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ერთი არასრულწლოვანი მძიმედ არის დაჭრილი.

 

ქალაქის მერმა მომხდარი „მასობრივ მკვლელობად“ შეაფასა, ინდიანაპოლისის პოლიციის უფროსმა კი მას ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მასობრივი სროლა უწოდა.

 

სამართალდამცავების ცნობით, ჯერჯერობით ეჭვმიტანილის ან ეჭვმიტანილების ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სროლა ერთზე მეტ ადამიანს უნდა განეხორციელებინა. ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი