logo_geo
შვეიცარიაში პილოტები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, მატარებლის მემანქანეებად იმუშავებენ
- +

25 იანვარი. 2021. 11:48

 

 

შვეიცარიაში მფრინავებმა, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს, მატარებლის მემანქანის კურსების გავლას შეძლებენ.

 

Aeropers პილოტთა ასოციაციის განცხადებით, ამ ორ პროფესიას ბევრი საერთო აქვს და ქვეყანაში მატარებლის მემანქანის დეფიციტია. კომპანიის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარია სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება.

 

ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩქაროსნული მატარებლის მემანქანე გახდება, აღნიშნა, რომ გადამზადების პროცესში ყველაზე მთავარი სიამაყის დაძლევა და მუშაობის გაგრძელების სურვილია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი