logo_geo
ოთხი ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი დაიღუპა - საზარელი ავიაკატასტროფა ბრაზილიაში
- +

25 იანვარი. 2021. 11:51

 

 

ბრაზილიაში ავიაკატასტროფამ ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ფეხბურთელი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Globo ავრცელებს.

 

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

 

თვითმფრინავში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - ბორტზე, მფრინავის გარდა, იყვნენ „პალმასის“ პრეზიდენტი ლუკას მეირა, ასევე ფეხბურთელები გიილჰერმე ნოე, რანულე, მარკოს მოლინარი და ლუკას პრაქსედი.

 

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

„პალმასმა" დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მწუხარება გამოუცხადა.

 

დღეს, 25 იანვარს, გუნდს უნდა ეთამაშა გასვლითი მატჩი ვილა ნოვას კლუბთან. „პალმასის“ მეტოქემ განაცხადა, რომ მზადაა, თამაში გადადოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი