logo_geo
ნიდერლანდებში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე კიდევ 180 ადამიანი დააკავეს
- +

26 იანვარი. 2021. 21:46

 

ნიდერლანდებში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე კიდევ 180 ადამიანი დააკავეს.

აქტივისტებმა შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, ისროდნენ ქვებს და ძარცვავდნენ მაღაზიებს. დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცავების წინააღმდეგ ფოიერვერკსაც იყენებდა.

ქვეყნის 10-ზე მეტ ქალაქში ფარებითა და ხელკეტებით აღჭურვილი სპეცრაზმია განთავსებული.

გუშინ პოლიციამ 240-მდე აქტივისტი დააკავა.

ნიდერლანდებში უკვე მესამდე დღეა მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. კომენდანტის საათის მიუხედავად აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი