logo_geo
პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი დაფიქსირდა
- +

27 იანვარი. 2021. 14:48

 

 

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„ღამით პირველადი, სპეციალური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს“, - ნათქვამია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.

 

მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს. საგულისხმოა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

 

ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში „კოვიდ-პასპორტებს“ გადასცემენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი