logo_geo
ოსკაროსანი მსახიობი კლორის ლიჩმენი გარდაიცვალა
- +

28 იანვარი. 2021. 21:53

 

 

 

კინოს, თეატრისა და სატელევიზიო სერიალების ამერიკელი მსახიობი, კლორის ლიჩმენი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

 

 

 

გარდაცვალების ფაქტი მსახიობის მენეჯერმა გაავრცელა. მისი თქმით, გარდაცვალება ბუნებრივმა სიკვდილმა გამოიწვია.

„კლორისის მსგავსი არავინ ყოფილა. მას ერთი გამოხედვით, გულის გატეხვა ან შენი ტირილამდე სიცილი შეეძლო. არასდროს იცოდი რას იტყოდა, რას იზამდა. ეს არაპროგნოზირებადი ხასიათი მისი უბადლო ჯადოსნობის ნაწილი იყო“ – განაცხადა მენეჯერმა.

 

 

კლორის ლიჩმენს თავისი სამსახიობო ოსტატობისთვის, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: „ოსკარი“, „ოქლოს გლობუსი“, „ემი“, “ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების პრიზი“ და ა.შ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი