logo_geo
ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა
- +

28 იანვარი. 2021. 22:07

 

 

 

ოთხშაბათს, ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

 

 

2 963 მეტრის სიმაღლის მეაპის მთა, ინდონეზიის ყველაზე აქტიურ ვულკანად მიიჩნევა. ვულკანის ამოფრქვევა სულავესის კუნძულზე მომხდარ 2 კვირის წინანდელ მიწისძვრას მოჰყვა, რომლის სიძლიერეც 6.2 მაგნიტუდით განისაზღვრა.

 

ამოფრქვევამ მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული სახლები მტვრით დაფარა. წყაროს მიხედვით, მთავრობა ფიქრობს, რომ ამოხეთქილმა ვულკანურმა ლავამ შესაძლებელია, სატრანსპორტო გზებიც ჩაკეტოს.

 

ხაზგასასმელია, რომ ამ დროისთვის, შემთხვევას არც ზარალი და არც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა ადგილობრივმა თავიანთი საცხოვრებლების დატოვება, მაინც გადაწყვიტა.

 

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მეაპის ვულკანი 1 548 წლიდანაა აქტიური. 2010 წელს, მის ამოფრქვევას 350-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი