logo_geo
აღდამში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგს განახორციელებს
- +

30 იანვარი. 2021. 13:45

 

აღდამში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგს განახორციელებს.

 

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის თადაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

 

ცენტრში განთავსდებიან 38 თურქი ოფიცერი და ერთი გენერალი, ასევე რუსი სამხედროები.

 

მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის ტერიტორიის ფართობი 4 ჰექტარია.

 

როგორც აზერბაიჯანული მედიასაშუალება წერს, მის უსაფრთხოებას აზებაიჯანის არმია დაიცავს.

 

https://1tv.ge/news/aghdamshi-turqet-rusetis-ertoblivi-centri-gaikhsna-romelic-mtian-yarabaghshi-ceckhlis-shewyvetis-redjimis-monitorings-ganakhorcielebs/

 

 

big_banner
არქივი