logo_geo
ქართველი და სომეხი გოგოების დეპორტაციას ავსტრიაში მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა
- +

30 იანვარი. 2021. 17:19

 

28 იანვარს ავსტრიიდან სამი გოგოს, 12 და 5 წლის ქართველი დებისა და ერთი სომეხი სტუდენტის დეპორტაცია განხორციელდა. ეს კი, მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტის ფონზე მოხდა, - წერს Info Migrants-ი.

 

გოგოების მხარდასაჭერად, იმისთვის, რომ მათ ავსტრიაში დარჩენის საშუალება მისცემოდათ ონლაინ პეტიციაც შეიქმნა და მას ხელი 34 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა, თუმცა მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს.

 

იქამდე, ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა Twitter-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა:

 

„ეს ძალიან შემაშფოთებელია. არ შემიძლია დავიჯერო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, ს ადაც ასეთი ნაბიჯი ნამდვილად აუცილებელია“.

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/184112/qartveli-da-somekhi-gogoebis-deportatsias-avstriashi-mosakhleobis-natsilis-protesti-mohkva

 

 

big_banner
არქივი