logo_geo
ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მესამე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება
- +

2 თებერვალი. 2021. 02:53

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მესამე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

 

„ეს იმედისმომცემი სიახლეა, რომელიც ცხადყოფს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია თუნდაც მისი ახალი ვარიანტების არსებობის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ზომების მიღებასთან ერთად ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომების დაცვა, რადგან ინფექციის გავრცელებაზე კონტროლი სიცოცხლის გადარჩენასა და ვირუსის ახალი სახეობების გაჩენის შესაძლებლობის შემცირებას უწყობს ხელს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი