logo_geo
მუსიკალურმა ლეიბლმა ძალადობაში დადანაშაულებულ მერილინ მენსონთან კონტრაქტი გაწყვიტა
- +

2 თებერვალი. 2021. 12:20

 

 

ხმისჩამწერმა ლეიბლმა „Loma Vista Recordings“ როკ-მუსიკოს მერილინ მენსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „Variety“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მუსიკოსი, რომელის ნამდვილი სახელიც ბრაიან უორნერია, ხუთმა ქალმა ძალადობაში დაადანაშაულა. მათ შორისაა მისი ყოფილი საცოლე, მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი.

 

„ევან რეიჩელ ვუდისა და სხვა ქალების ბრალდებების ფონზე, რომლებიც მერილინ მენსონს მოძალადედ ასახელებენ, „Loma Vista“ დაუყოვნებლივ წყვეტს მისი ალბომის პრომო კამპანიას. ასევე გადავწყვიტეთ, რომ მენსონთან სხვა პროექტებზე მომავალშიც არ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადეს კამპანიაში.

 

„Loma Vista“ მენსონთან 2015 წლიდან მუშაობდა და მუსიკოსის ბოლო სამი ალბომის ექსკლუზიური დისტრიბუციით იყო დაკავებული.

 

1 თებერვალს ევან რეიჩელ ვუდმა, რომელიც მენსონს 2000-იან წლებში ხვდებოდა, მუსიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა. შემდეგ ანალოგიური განცხადებები კიდევ ოთხმა ქალმა გააკეთა: სარა მაკნილიმ, ეშლი ლინდსი მორგანმა, გაბრიელმა და ეშლი უოლტერსმა.

 

მენსონმა ბრალდებებს Instagram-ზე უპასუხა:

 

 „ჩემი შემოქმედება და პირადი ცხოვრება დიდი ხანია არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, მაგრამ ეს განცხადებები ჩემ შესახებ რეალობის საშინელი დამახინჯებაა. ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის ორმხრივი თანხმობით მქონდა. სიმართლე ის არის, რომ ახლა ვიღაცამ წარსულის დამახინჯება გადაწყვიტა“, - დაწერა მენსონმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი