logo_geo
მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
- +

3 თებერვალი. 2021. 12:43

 

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ წერს, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მექსიკურმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტი რუსული ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზის მიღებაზე. კერძოდ, მექსიკა ვაქცინის 400 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს, ერთ მილიონ დოზას – მარტში, ექვს მილიონს – აპრილში და დანარჩენს – მაისში.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე, ჟურნალმა „The Lancet“-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით რუსული ვაქცინა სიმპტომური „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია.

 

მექსიკა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

 

https://1tv.ge/news/meqsikam-koronavirusis-winaaghmdeg-rusuli-warmoebis-vaqcina-sputnik-v-sagangebo-mokhmarebstvis-daamtkica/

 

 

big_banner
არქივი