logo_geo
ინდოეთში მყინვარის ნაწილის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, 200-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება
- +

8 თებერვალი. 2021. 18:09

 

 

ინდოეთში ჰიმალაის შტატ უტარაკჰანდში მყინვარის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ წყლის მოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

 

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

 

მაშველები 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბში მოყოლილი ათობით მუშის პოვნასა და გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გვირაბის დაახლოებით 80 მეტრი გაწმენდილია, 100 მეტრზე მეტი კი ჯერ კიდევ გასაწმენდი რჩება.

 

ხელისუფლებამ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის რეგიონში ასობით ჯარისკაცი და სამხედრო ვერტმფრენი გააგზავნა.

 

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი