logo_geo
დედას გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, როცა თავის 4 წლის ბიჭი დაბრუნდა სახლში
- +

9 თებერვალი. 2021. 00:59

 

 

ახალგაზრდა დედა, სტეფანი ბრაუნი ვირჯინიიდან, უქმეების გასატარებლად ოჯახთან ერთად დასასვენებელ ცენტრში წავიდა.

იგი უკვე ემზადებოდა, ნივთებს ალაგებდა შინ დასაბრუნებლად, ხოლო მისი ოთხი წლის ვაჟი დომინიკი სახლთან დარბოდა.

 

სტეფანიმ ნივთების ჩალაგების შემდეგ ბავშვს დაუძახა, თუმცა გაოცებისგან პირი გააღო, როდესაც დომენიკთან ერთად კარის ზღურბლზე ნუკრი დაინახა, წერს Daily Mail.

 

image

 

 

თან 4 წლის დომენიკს ისეთი გამომტყველება ჰქონდა, თითქოს აქ არაჩვეულებრივი არც არაფერი იყო.

 

სად, როგორც მოასწრო დომენიკმა ირმის ნუკრთან დამეგობრება უცნობია, ქალი თავიდან დაიბნა, თუმცა სანამ ნუკრი ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა სახლს, მათ ფოტოები გადაუღო და "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, რომელმაც რამდენიმე დღეში 30 ათასი მოწონება და 40 ათასი კომენტარი დაიმსახურა.

 

image

 

მიუხედავად იმისა, რომ პაწია ირემს სულაც არ ეშინოდა ხალხის და პატარა დომენიკსაც აშკარად სურდა ახალი ნაცნობის სახლში წაყვანა, სტეფანის მაინც მოუწია უჩვეულო წყვილის ერთმანეთთან დაშორება.

 

image

 

 

 

მან დომინიკს სთხოვა, ტყის სტუმართან ერთად გაევლო ტყის პირას, რათა დედამისი ეპოვნათ. ბიჭი დაემორჩილა და ნუკრი იმ ადგილებში მანამდე გაატარა, სანამ დედაირემი არ მიხვდა, რომ ნუკრი გვერდზე არ ჰყავდა.

"ვიდექი და ვფიქრობდი: ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს! დომინიკი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ეს მისთვის სრულიად ნორმალური სიტუაცია იყო. ისინი ძალიან მეგობრულები იყვნენ -ერთნაირად, სინქრონულად კი გადაადგილდებოდნენ"-აღნიშნა სტეფანე ბრაუნმა.

 

image

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი