logo_geo
პირველი 3D პრინტერით აწყობილი სახლი იყიდება
- +

9 თებერვალი. 2021. 01:02

 

 

აშშ–ში პირველად 3D პრინტერით აწყობილი სახლი იყიდება. სახლი ნიუ–იორკში მდებარეობს და პოზიციონირდება, როგორც პირველი სრულფასოვანი სახლი ამერიკაში, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიით შექმნეს.

 

image

 

 

ბიუჯეტური ავტონომიური მშენებლობის კონცეფცია

პროექტზე კომპანია SQ4D მუშაობდა. მათ ავტონომიური რობოტირებული მშენებლობის სისტემა გამოიყენეს. მთავარ მოწყობილობად 3D პრინტერი გამოიყენეს. მისი დახმარებით, რივერჰედის სამშენებლო მოედანზე სახლის სტრუქტურის ნაწილები შექმნეს.

 

image

 

 

კომპანიაში განაცხადეს, რომ მთავარ საშენ მასალად ბეტონი გამოიყენეს, ამიტომ კონსტრუქციას მაღალი გამძლეობა და სიმტკიცე აქვს.

 

image

 

 

როგორც მინიმუმ, ხის ნაგებობებს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

image

 

 

რაც შეეხება ფუნქციურ შესაძლებლობებს, დაბეჭდილი სახლი 130 კვ.მ ფართობისაა და აქვს 3 საძინებელი, 2 სააბაზანო ოთახი, ცალკე ავტოფარეხი და ა.შ.

 

image

 

 

ახლა ობიექტი უკვე ნიუ–იორკის უძრავი ქონების ბაზარზე გასაყიდად გამოტანილია.

 

image

 

 

ინტერნტ სივრცეში განცხადებასაც იპოვით, სადაც მითითებულია, რომ სახლი 300 ათას დოლარად არის შეფასებული.

 

image

 

 

 

image

 

 

სიტყვაზე, ღირებულების და ხარჯების შემცირება კომპანია SQ4D–ის მთავარი მიზანია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი