logo_geo
სამხრეთ კორეის დედაქალაქში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ
- +

9 თებერვალი. 2021. 12:12

 

სამხრეთ კორეის დედაქალაქში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ. ამის შესახებ განაცხადება სეულის მერიაში გააკეთეს.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ კნუტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ამასთან, მერიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ტესტს მხოლოდ იმ შინაურ ცხოველებს გაუკეთებენ, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის სიმპტომები აღენიშნებათ ან მათ მეპატრონეს ვირუსი გამოუვლინდა. თუ ცხოველს ვირუსი დაუდასტურდა, ის სახლის პირობებში კარანტინს გაივლის.

 

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შინაური ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ცხოველების იზოლაცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ მეპატრონე ავად არის და ცხოველის მოვლა არ შეუძლია, მაშინ მას მერიის თავშესაფარში გადაიყვანენ.

 

 

https://1tv.ge/news/samkhret-koreis-dedaqalaqshi-koronavirusze-tests-katebs-da-dzaghlebsac-chautareben/

 

 

big_banner
არქივი