logo_geo
თურქი ვარსკვლავები პლასტიკურ ოპერაციებამდე - ცვლილება გაგაოცებთ!
- +

11 თებერვალი. 2021. 00:08

 

 

თურქი მსახიობები ცნობილი არიან თავიანთი გამორჩეული როლებითა და გარეგნობით. მათი პერსონაჟები ბოლო წლებში საქართველოშიც ბევრმა გაიცნო და შეიყვარა. თუმცა ბევრმა მათმა გულშემატკივარმა ალბათ, არ იცის, რომ ეს იდეალური გარეგნობა, რომელსაც ჩვენ ეკრანებზე ვხედავთ, წლების წინ სულაც არ იყო ასეთი და ბევრი პლასტიკური ოპერაციისა თუ სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურის შედეგია.

 

დემეთ ოზდემირი

დემეთ ოზდემირი თურქი მსახიობი, მოდელი და მოცეკვავეა. ქართველმა მაყურებელმა ის გაიცნო თურქულ კომედიურ-რომანტიკულ სერიალ “ნაადრევ ფრინველში’’, სადაც მან სანემის როლი შეასრულა და საკმაოდ სახასიათო პერსონაჟი შექმნა. ის ასევე მონაწილეობს სერიალებში: “შენი სახლი შენი ბედია’’, “საიდუმლოს მოგცემ’’ და ა.შ. ის ასევე არის ბრენდ “Pantene’’-ის ელჩი.

 

 

ჰილალ ალთინბილექი

ჰილალი მთავარ, ზულეიჰას როლს ასრულებს სერიალში “ერთხელ ჩუქუროვაში’’, რომელიც დღესაც ქართველი მაყურებლის საყვარელი სერიალია. იგი დაიბადა იზირში, 1991 წლის 21 იანვარს. სკოლის დასრულების შემდეგ მან სამსახიობო კურსები გაიარა და მისი დებიუტი შედგა სერიალში “ღრმა წყალი’’. ყველაზე დიდი პოპულარობა კი მას სერიალმა “შავმა ვარდმა’’ მოუტანა.

 

 

ბირჯე აქალაი

ბირჯე აქალაი თურქი მსახიობი და მოდელია. იგი დაიბადა 1984 წლის 19 ივნისს. იგი სწავლობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, ასევე მუშაობდა მუშაობდა და მიჰყავდა სპორტული გადაცემები. ბირჯეს აღიარება მოუტანა სერიალში „ზეციური სიყვარული“ - ჰავა ქარაგულის როლის შესრულებამ. ქართველმა აუდიტორიამ კი იგი სერიალიდან “შავ-თეთრი სიყვარული’’ შეიყვარა.

 

 

ფაჰრიე ევჯენი

მსახიობ ფაჰრიე ევჯენს საკმაოდ მრავალფეროვანი გენეტიკური წარმომავლობა აქვს. იგი დაიბადა გერმანიაში, დედის მხრიდან ის ჩერქეზია, ხოლო მამის ოჯახი თურქეთში ემიგრირებული არიან საბერძნეთიდან. იგი თავდაპირველად გერმანიის უნივერსიტეტში სწავლობდა სოციოლოგიას, თუმცა თურქეთში შვებულებაში ყოფნისას შეთავაზება მიიღო ერთ-ერთ როლზე, რის შემდეგაც გერმანიაში სწავლა მიატოვა და სამსახიობო კარიერა აიწყო.

 

 

ჰანდე ერჩელი

ყველასათვის საყვარელი მსახიობი და მოდელი ჰანდე, რომელმაც მაყურებელს თავი სახასიათო როლების შესრულებით დაამახსოვრა, 1993 წელს დაიბადა. მისი დებიუტი შედგა მცირე როლით სერიალში „ნარჩიტა“. სერიალმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილები“-მ მსახიობს საყოველთაო წარმატება მოუტანა. თუმცა ჰანდე ყოველთვის ისე არ გამოიყურებოდა, როგორც დღეს ეკრანებზე ვხედავთ. მსახიობმა ზედმეტი კილოგრამებიც მოიშორა და რამდენიმე პროცედურაც ჩაიტარა.

 

 

მინე თუგაი

თურქული სერიალების მოყვარულ ქართველ მაყურებელს, ასევე კარგად ახსოვს მინეს მიერ შესრულებული როლებიც. იგი დაიბადა 1978 წელს, დაამთავრა სტამბულის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობა აქვს მიღებული ცნობილ სერიალში “ნამსხვრევები’’. ბოლო დროს იგი მოგვევლინა სერიალში “სასტიკი სტამბული’’, სენიზის როლის შემსრულებლად.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი